Motorola-მ ახალი Moto Z2 Play წარმოადგინა, რომელიც გასული წლის Moto Z Play-ს ჩაანაცვლებს. წინამორბედის მსგავსად ის საშუალო რანგის სმარტფონია 5.5 დიუმიანი ეკრანით და Moto Mod აქსესუარების მხარდაჭერით. განბლოკილი ვარიანტის ფასი 500$ იქნება.

გარდა Z2 Play-სა კომპანიამ ახალი მოდები წარმოადგინა მისი Z სერიის სმარტფონებისთვის. JBL SoundBoost 2, Moto TurboPower Pack, Moto Style Shell-ს უკაბელო დამუხტვით და Moto GamePad. SoundBoost 2, TurboPowerPac და GamePad 80 დოლარი ეღირება, ხოლო Style Sells-ები 40 დოლარად გაიყიდება. აღნიშნული გაჯეტები ამ ზაფხულს გახდება ხელმისაწვდომი მომხმარებლებისათვის.

Z2 Play უფრო თხელი და მსუბუქია ვიდრე მისი წინამორბედი და მას განახლებული პროცესორი, უფრო მეტი ოპერატიული და ახალი კამერა აქვს. აკუმლატორი 15 პროცენტით პატარაა თუმცა აპარატის ფასი ამითი არ შემცირებულა და გაიზარდა კიდევაც. Motorola მაბობს, რომ ტელეფონი 30 საათს იმუშავებს ერთი დამუხტვიდან მეორემდე. გასული წლის მოდელში საუბარი იყო 50 საათამდე. ახალი კამერა რა თქმა უნდა კარგია და უფრო ნათელ ფოტოებს იღებს, მას აქვს ორმაგი პიქსელური ფოკუსი და გაუმჯობესებული ლაზერული ფოკუსირების სისტემა ბნელი გარემოსთვის.

ახალ ტელეფონს აქვს რამდენიმე პროგრამული განახლებაც: მასზე არის Android 7.1.1 Nougat საოპერაციო სისტემა და Night Display ფუნქცია, რომელიც ლურჯ გამოსხივებას ამცირებს საღამოს საათებში.  რედიზაინი შეეხო თითის ანაბეჭდების სკანერს და ხმოვანი კონტროლის სისტემას, რომელიც ინფორმაციას ტელეფონის განბლოკვის გარეშეც მოგაწვდით.

ახალ მოდებს შორის ყურადღებას იმსახურებს TurboPower Pack და GamePad. ენერგიის ბანკი აღჭურვილია Motorola-ს სწრაფი დამუხტვის ფუნქციონალით და მასში 3490 მილიამპერიანი ბატარეაა მოთავსებული, რომელიც 15W სიმძლავრით დამუხტავს ტელეფონს. USB Type-C საშუალებას იძლევა ტელეფონი 50 პროცენტამდე სულ რაღაც 20 წუთში დამუხტოთ.

GamePad ტელეფონს ერობა ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მოდი და მას ორმაგი კონტროლის სისტემა აქვს. D-pad და ოთხი ღილაკი. Motorola ამბობს, რომ ეს სიახლე Lenovo-ს გეიმინგის განყოფილებასთან ერთად შეიქმნა და მას აქვს დამატებითი 1035 მილიამპერიანი ბატარეა, რისი წყალობითაც ის დამოკიდებული არ არის ტელეფონის ენერგიაზე.

SoundBoost 2 მსგავსია გასული წლის მოდელისა, მაგრამ ახლა უკვე სამი ფერის ვარიაციებშია ხელმისაწვდომი, აქვს ქარხნული დამცავი ზედაპირიც. ის მუშაობს JBL-ის ახალ აპალიკაციასთან, რომელიც გამოცემული ხმის კონტროლის საშუალებას იძლევა. უმავთულო დამუხტვის ქეისები ასევე სხვა და სხვა ფერებში გამოვიდა და 10W სწრაფი უმავთულო დამუხტვის შესაძლებლობა აქვთ.

Motorola ახლო მომავალში კიდევ უფრო მეტი მოწყობილობის განახლებას გეგმავს, რადგან 2017 წლის გაჯეტების უმრავლესობა ჯერ კიდევ ელოდება მათი სერიის ახალი მოდელების გამოსვლას. ასე რომ წინ ცხელი ზაფხული გველოდება, რომელიც უამრავი ახალი გაჯეტის ანონსით იქნება გაჯერებული.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here