ბრიტანულმა მობილურმა ოპერატორმა Vodafone მსოფლიოში უმსხვილესი ჩინური მობილური კომპანიის აქციების 3,2 % გაყიდა, რამაც 6,5 მილიარდი აშშ დოლარის მოგება მოუტანა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლე, ცოტნე ტაბიძე დააჯილდოვა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2010 წლის 30 ივლისიდან სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შერჩევის მიზნით კონკურსი გამოაცხადა.