|
ბულგარეთის პარლამენტში ხმის მიცემის ბიომეტრიული სისტემა ამოქმედდა. პროექტის მთავარი მიზანი პარლამენტარების მიერ სხვისი ბარათებით ხმის მიცემის აღკვეთაა. უწყებაში განმარტავენ, რომ ეს პრაქტიკა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საკმაოდ გავრცელებულია. პარლამენტის თითოეული წევრი სამი თითის ანაბეჭდს დაარეგისტრირებს და შემდეგ ხმის მიცემისას ნებისმიერ მათგანს გამოიყენებს. საკანონმდებლო ორგანომ პროექტს უკვე უწოდა წარმატებული, თუმცა მის განხორციელებას საკმაოდ ხმაურიანად მიმდინარეობდა. განსაკუთრებული აგრესიულობით ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ, რომლებიც ”ბიომეტიული” ხმის მიცემის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
|