| Lenovo-მ საუკეთესო ფინანსური შედეგები აჩვენა |
|
Lenovo მომგებიან შედეგებს დაუბრუნდა. ეკონომიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და კომპიუტერულ ტექნიკაზე სამომხმარებლო მოთხოვნის გაზრდის შედეგად კომპანიის ფინანსურმა შედეგებმა ანალიტიკოსთა მოლოდინს გადააჭარბა. კომპანიის შემოსავალმა მიმდინარე ფინანსური წლის მესამე კვარტალში 4,78 მილიარდი დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 3,59 მილიარდი დოლარი იყო. წმინდა მოგება კი 79,52 მილიონ დოლარს გაუტოლდა, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე კომპანიამ 96,7 მილიონი დოლარი დაკარგა. |
|