ახალ ნომერში წაიკითხავთ


   სიახლეები »


სამოქალაქო რეესტრის სამსახურებში ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღება გახდა შესაძლებელი

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოსახლეობას კიდევ ერთ ახალ სერვისს სთავაზობს. დღეიდან მოქალაქეს ICAO-ს (International Civil Aviation Organization)სტანდარტის შესაბამისი ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში შეეძლება. აღნიშნული სიახლის პრეზენტაცია სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ დღეს გამართა. პასპორტის ან პირადობის მოწმობისათვის საჭირო სურათს მოქალაქე სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში დამონაჟებულ სპეციალურ ფოტოჯიხურში გადაიღებს. ამის შემდეგ ფოტო მყისიერად მოხვდება სააგენტოს ცენტრალურ სერვერზე და ავტომატურად მიებმება შესაბამის განაცხადს. ბიომეტრიული ფოტოსურათის გადასაღები ფოტოჯიხურები საქართველოს მაშტაბით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ყველა ტერიტორიულ სამსახურში განთავსდა. იტალიური კომპანია "DEDEM"-ის დამზადებული აპარატები სააგენტოს ტენდერში გამარჯვებულმა შპს "IB-Georgia"-მ მიაწოდა. როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, დღეისთვის იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრში კიდევ ერთი - მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისი დაინერგა, რომლითაც მოქალაქეს გაუმარტივდება ფოტოსურათის გადაღების პროცესი. მისივე თქმით, სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში განთავსებული ფოტოჯიხურების საშუალებით მოქალაქე ოფისიდან გაუსვლელად თავად გადაიღებს ფოტოსურათს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჯიხური ამოწმებს ფოტოსურათის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.

 

 

 



2010-09-06 18:31
Sony და Toshiba iTunes-ის კონკურენტ სერვისს წარმოადგენენ


2010-09-06 18:13
Samsung Galaxy Tab-ის ღირებულება ცნობილი გახდა


2010-09-06 17:55
Google-ს ძიების შედეგების მანიპულაციაში ადანაშაულებენ


2010-09-06 16:27
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომისიამ შესაძლოა კომპანიები დააჯარიმოს


2010-09-06 14:13
სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა


2010-09-06 13:24
საჩუქარი მაგთისგან აქციის ფარგლებში


2010-09-03 18:24
Apple-მა ახალი iPod, iTunes, Apple TV და სოციალური ქსელი წარმოადგინა


2010-09-03 18:03
განახლებული ვებ-ბრაუზერი Chrome


2010-09-03 17:47
Skype-მა ვიდეოკონფერენციის ჯგუფის მონაწილეთა რაოდენობა გაზარდა


2010-09-03 15:10
კომპანია Intel საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში მასწავლებელთა გადამზადებას განახორციელებს


cal
სექტემბერი
2010
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 

Nokia X3:
  Nokia X3:



Nokia X6
  Nokia X6



Sony Ericsson XPERIA X2
  Sony Ericsson XPERIA X2



HTC Firestone
  HTC Firestone:



BlackBerry Curve 8520
  BlackBerry Curve 8520   


  ყველა მობილური


LG GW300
  LG GW300



Nokia 3720 classic:
  Nokia 3720 classic:



Motorola ROKR ZN50:
  Motorola ROKR ZN50:


  ITDC
© 2006 NAVIGATOR LTD - All Rights Reserved