|
კომპანია Google-მა აშშ-ს უსაფრთხოების ნაციონალურ სააგენტოსთან შეთანხმება გააფორმა. შეთანხმების ფარგლებში უწყება ინტერნეტ-გიგანტს ცოტა ხნის წინ განხორციელებული კიბერთავდასხმების გამოძიებაში დაეხმარება. Washington Post-ის ცნობით, გარიგებამ Google და მისი სერვისების მომხმარებლები ანალოგიური თავდასხმებისგან მომავალშიც უნდა დაიცვას. თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანია სააგენტოს თავდასხმებისა და ჰაკერების შესახებ ყველა ინფორმაციას მიაწვდის, თუმცა ეს მოქმედებები კონფიდენციალურობის დაცვის ფარგლებში მოხდება.
|