|
მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook 6 წლის გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ Facebook-ის ბლოგზე მისმა დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა გაავრცელა. მისივე თქმით, რამდენიმე დღეში Facebook-ის აუდიტორია 400 მილიონ დარეგისტრირებულ მომხმარებელს მიაღწევს. ”Facebook ექვსი წლის წინ ოთახის მეზობლებთან ერთად შევქმენი, რათა ადამიანებს ურთიერთობის დამყარებასა და ურთიერთგაგების მიღწევაში დავხმარებოდი”,-აღნიშნავს ცუკერბერგი.
|