|
”იუ–ჯი–თი”-მ კომპანია ”თიბისი ფეი”–სთვის Landi–ს ტერმინალების მიწოდების პროექტი დაასრულა. პროექტის ფარგლებში ”იუ–ჯი–თი”-ს ტექნიკურმა კონსულტანტებმა ”თიბისი ფეი”-ს არსებული სისტემის მოდიფიცირება და პოს ტერმინალების ინტეგრაცია მოახდინეს. შედეგად, კომპანიის კლიენტები არამხოლოდ თვითმომსახურების დიდი ტერმინალებით, არამედ პატარა და მოქნილი პოს ტერმინალებით სარგებლობას შეძლებენ. როგორც ”იუ-ჯი-თი”-ში აცხადებენ, ტერმინალები გაცილებით ნაკლებ ადგილს იკავებენ და არ საჭიროებენ დამატებით კომუნიკაციებს. ამავდროულად საჭიროების შემთხვევაში, მათ რამოდენიმე საათის განმავლობაში ავტონომიურ რეჟიმში მუშაობაც შეუძლიათ.
|