2016 წელს ავტომობილების 90%-ს ინტერნეტში დაშვება ექნება
Opera Software-მა ახალი ანგარიში ”ინტერნეტი ბორბლებზე გამოაქვეყნა”. ანგარიში ინტერნეტ-დაშვებისთვის ავტომობილების კომპიუტერული სისტემების გამოყენებას ეხება. Strategy Analytics-ის მონაცემებით, 2016 წელს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოებული ავტომობილების 90%-ს უკაბელო ინტერნეტის მხარდაჭერა ექნება. ”Bluetooth-ის, 3G-ს, GPS-ისა და სმარტფონების ფართო გამოყენება ავტომობილებში კომუნიკაციის საშუალებების მოთხოვნილებას ზრდის”,-აცხადებს Strategy Analytics-ის დირექტორი ჯო ბლაიტი.