|
სასურველი კომპიუტერული პროგრამების შესწავლა ქართველ ინტერნეტ-მომხმარებლებს www.wish.ge -ს დახმარებითაც შეუძლიათ. საიტზე განთავსებული 400-მდე გაკვეთილი ქართულ ენაზეა თარგმნილი და ნებისმიერ მსურველს მისთვის სასურველი პროგრამის სწავლისა და ამ კუთხით ცოდნის გაღრმავების საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ გაკვეთილები განკუთვნილია, როგორც დამწყებთათავის, ისე პროფესიონალთათვის. გაკვეთილების უმეტესი ნაწილი Adobe Photoshop-ის, adobe Flash-ის, MS Windows-ისა და internet-ის თემატიკაზეა. როგორც საიტის ავტორი დათო გოგოლაშვილი აღნიშნავს, სამომავლოდ მას Illustrator-ის გაკვეთილებიც დაემატება. ”საიტის სლოგიანი არის "ვისწავლოთ ერთად". ასე რომ, ყველა მსურველს შეუძლია გვასწავლოს რომელიმე პროგრამის გაკვეთილები. ასევე შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დიდი გაკვეთილების თარგმანში”,-აცხადებს იგი.
|