|
Google Nexus One-ის გაყიდვები პირველი თვის მონაცემებით 80 ათას ერთეულს შეადგენს. Flurry-ის ანალიტიკოსების განცხადებით, აღნიშნული ციფრი იმაზე მეტყველებს, რომ სმარტფონზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა იგი მზარდი არ არის. შეგახსენებთ, გამოსვლიდან პირველ კვირაში 20 ათასი Nexus One გაიყიდა. სმარტფონ Motorola Milestone-ის გაყიდვებმა კი გამოსვლიდან პირველ თვეში 525 ათასი შეადგინა. ანალიტიკოსების აზრით, დაბალი დინამიკა განპირობებულია იმით, რომ Nexus One-ის რეალიზაცია მხოლოდ აშშ-ში ხდება.
|