|
ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, სამართალდამცველებმა დახურეს უმსხვილესი საიტი, რომელიც ჰაკერული საქმიანობის სწავლებას ახორციელებდა. ჯგუფის სამი წევრი კი დაკავებულია. რესურსი Black Hawk Safety Net მომხმარებლებს ჰაკერულ ტექნიკას ასწავლიდა და შემდგომი გავრცელებისთვის სხვადასხვა საზიანო პროგრამების ჩამოტვირთვის საშუალებას აძლევდა. საიტზე დარეგისტრირებულთა რიცხვი 12 ათასს შეადგენდა, კონტენტზე დაშვებას კი ისინი ყოველთვიური გადასახადის საშუალებით იღებდნენ.
|