|
IDC სმარტფონების რეკორდულ გაყიდვებზე საუბრობს. კომპანიის ინფორმაციით, გასულ კვარტალში ამ მაჩვენებელმა 54,4 მილიონ ერთეულს მიაღწია, რაც 39%-ით აღემატება 2008 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მთლიანად 2009 წლის განმავლობაში174,2 მილიონი სმარტფონი გაიყიდა, 2008 წელს კი ეს მონაცემი 151,4 მილიონი იყო. უმსხვილეს მომწოდებლად კვლავაც Nokia რჩება. მისი წილი 38,9%-ს შეადგენს. მომდევნო პოზიციებს კი Research In Motion(19,8%) და Apple(14,4%) იკავებენ.
|