|
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თბილისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა. როგორც მარეგულირებელში განმარტავენ, 498XXX ინდექსის 1000 სააბონენტო ნომერზე აუქციონის გამოცხადების თხოვნით კომისიას კომპანია ”ლუნეტმა” მიმართა. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 2 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2010 წლის 19 მარტს 13:00 საათზე გაიმართება, მასში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება კი 26 თებერვლის 17:00 საათამდე იწარმოებს.
|