აშშ-ს ხელისუფლებამ კიბერსივრცეში კონტრდაზვერვის შექმნის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ქვეყნის მთავრობა სახელმწიფო კომპიუტერულ ქსელებზე შესაძლო თავდასხმების მიზეზით მათ დაცვას აძლიერებს.”ვიცით, რომ მოწინააღმდეგეები ძლიერები არიან, თუმცა ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგანაც თავად გავხდებით უფრო ძლიერები”,-აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო უსაფრთხოების ხელმძღვანელი ჰოვარდ შმიდტი.