|
კომპანიამ Opera Software წარმოადგინა Opera Mini 5 beta, რომელიც სპეციალურად Windows Mobile 5 და 6-თვისაა შემუშავებული. ბრაუზერი ინტერნეტში მუშაობისას ოპტიმალურ შედეგს იძლევა. იგი არ საჭიროებს Java-ს მხარდაჭერას, რაც ნიშნავს, რომ ბრაუზერის გამოყენება ნებისმიერი სმარტფონითაა შესაძლებელი. ამასთანავე Windows Mobile-თვის შექმნილ Opera Mini 5 beta-ს იგივე ფუნქციები აქვს, რაც ბრაუზერის Java-ვერსიას. Windows Mobile 5 და 6-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ Opera Mini 5 beta ვერსია მწარმოებლის ოფიციალური საიტიდან ჩამოტვირთონ.
|