|
საოფისე აქსესუარების ბაზარზე ლიდერმა კომპანია Defender-მა უსადენო ოპტიკური "მაუსი’’ Defender Rider 205 Nano წარმოადგინა. იგი განკუთვნილია ნოუთბუქთან სამუშაოდ 10 მეტრი მანძილზე და მისი კვების წყარო განახლებას 3 თვეში ერთხელ ითხოვს. ზუსტი ოპტიკური სენსორი ნებისმიერ ზედაპირზე მუშაობს შემდეგი რეჟიმებით: 500 dpi და 1000 dpi. მათი გადართვა კი "მაუსით’’ მარტივადაა შესაძლებელი. ნოუთბუქთან კავშირს "მაუსი’’ მინიატურული ნანო-მიმღების საშუალებით ახორციელებს. ნანოტექნოლოგიებით შემუშავებული "მაუსის’’ ზედაპირი Soft-touch-ის ხავერდოვანი ზედაპირითაა დაფარული და იგი საკმაოდ კომფორტული მოსახმარია.
|