|
2010 წლის 1 მარტიდან ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგების ახალი ვერსია ამოქმედდა. ახალ ვერსიაში ბიბლიოგრაფიული ჩანაწერის გამოტანის ფორმატი გაცილებით ახლოს არის მისადაგებული ბიბლიოგრაფიული აღწერილობის საერთაშორისო სტანდარტთან (ISBD). პროგრამული კოდი მთლიანად გადაიწერა, დაიხვეწა საძიებო მექანიზმი და დაემატა ახალი ფუნქციები. ამ ვერსიაში თქვენ შეგიძლიათ ძიების შედეგების შენახვა, რაც ელექტრონულ კატალოგში დიდი რაოდენობის ინფორმაციის მოძიების დროს ძალიან მოხერხებულია. ასევე ახალ ვერსიას დაემატა საკმაოდ დეტალური დახმარება, სადაც ძიებისა და ნავიგაციის შესახებ დაწვრილებითაა აღწერილი. დამატებულია ბიბლიოთეკართან დაკავშირების ფუნქციაც: ელექტრონული ფოსტით შეკითხვების გაგზავნის სწრაფი სერვისი.
|