Google-ის ახალი სერვისი, საძიებო სისტემა სატელევიზიო კონტენტის გამოყენებით, ამერიკულ საკაბელო სერვისის მიმწოდებელ კომპანია Dish Network-თან თანამშრომლობით შემუშავდა. ახალი სერვისი შესაძლებლობას იძლევა მომხმარებელმა ძიება განახორციელოს როგორც ინტერნეტში, ასევე სატელევიზიო კონტენტის საშუალებით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Google-ის ახალი საძიებო სისტემა სატელევიზიო და თანამგზავრულ სერვისებზე დაყრდნობით იმუშავებს. აღნიშნული საძიებო სისტემა Google-მა ჯერ კიდევ წინა წელს გაუშვა სატესტო რეჟიმში, მაგრამ იგი მხოლოდ Google-ისა და Dish-ის თანამშრომლებისთვის იყო ხელმისაწვდომი.