|
Apple iPad-ის შემკვეთთა რიცხვმა ონლაინ რეჟიმში ერთ დღეში 120 ათასს მიაღწია. მყიდველთა ეს რაოდენობა მაშინათვე დაფიქსირდა, როგორც კი პროდუქტის წინასწარი შეკვეთის შესაძლებლობა გაჩნდა. შემკვეთთა 69 %-მა არჩევანი iPad-ის მცირე მოდელზე გააკეთა, რომელსაც Wi-Fi მხარდაჭერა აქვს. იგი გაყიდვაში 3 აპრილიდან გამოვა. Apple-ის გამოთვლების მიხედვით კომპანიამ ერთ დღეში წინასწარი შეკვეთების გზით 75 მილიონი დოლარის მოგება მოიპვა. იმ ფაქტის გავითვალისწინებთ, რომ მოწყობილობა სამომხმარებლო ბაზარზე ფართო გაყიდვისთვის ჯერ არ გასულა, ეს თანხა საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
|