|
კომპიუტერული კომპანია ალტა მომხმარებელს უპრეცენდენტო აქციას, "დღის სპეციალურ ფასს” სთავაზობს. ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, მომხმარებლებს ალტასგან ელით ერთდღიანი სპეციალური ფასი კონკრეტულ პროდუქტზე. დღის სპეციალური ფასი ძალაშია 1 დღის განმავლობაში, მეორე დღეს, შესაბამისად, დღის ახალი სპეციალური ფასი შედის ძალაში. აქციის მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს ყოველდღიურად განახლებადი და მისაღები გარიგება. ინფორმაცია დღის სპეციალური ფასის შესახებ, პროდუქტი და სპეციალური ფასი განთავსდება ალტას ვებ გვერდზე. დღის სპეციალური ფასი განახლდება ყოველ დღე. ალტა დღეისათვის წარმოადგენს საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიების სფეროში 20-ზე მეტი მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ოფიციალურ ბიზნეს პარტნიორს.
|