|
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა, მიხელ ამაშუკელმა მონაწილეობა მიიღო შვეიცარიის ტექნიკური ინსტიტუტის (ETH) მიერ მოწყობილ საზაფხულო სტაჟირების პროგრამაში. სტაჟირება მიმდენარეობდა 5 მაისიდან 15 ივლისამდე ქალაქ ციურიხში, შვეიცარიის ETH-ს ალგორითმების, დისკრეტული მათემატიკის და ოპტიმიზაციის ცენტრში. პროგრამაში მონაწილეობდა 2 ქართველი და 2 ინდოელი სტუდენტი. მიხეილ ამაშუკელი მუშაობდა პროექტზე ”პლანარული გრაფები ლუწ-კენტობის შეზღუდვებით” პროფესორ ემო ველზლის ჯგუფში. პროექტის საბოლოო პრეზენტაციამ წარმატებულად ჩაიარა.
|