|
30 ივლისს Apple iPhone 4-ის გაყიდვა ოფიციალურად 17 ქვეყანაში დაიწყება. ეს ქვეყნებია: კანადა, ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვეიცარია, სინგაპური, ახალი ზელანდია და ავსტრალია. სმარტფონის შეძენა შესაძლებელია როგორც Apple-ის მაღაზიებში, ასევე ოფიციალურ დილერებთან. სექტემბრის ბოლომდე iPhone 4-ის გაყიდვები 87 ქვეყანაში იგეგმება. აღსანიშნავია, რომ პროდუქციის გამოსვლიდან სამ დღეში 1,7 მილიონი მოწყობილიბა გაიყიდა.
|