|
პოპულარული მიკრობლოგების სერვისი Twitter მომხმარებლებს ახლო მომავალში ახალ ფუნქციას შესთავაზებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ვიდეო-რგოლებისა და ფოტოების განთავსება ბლოგის პლატფორმაზე. Mashable-ს ცნობით, Twitter-ის რამდენიმე მომხმარებელმა უკვე მიიღო წვდომა ფუნქციაზე Tweet Media. ამ ფუნქციის გამოყენებით მომხმარებლებს ეკითხებიან სურთ თუ არა მათ ბლოგებზე ფოტოს ან ვიდეოს ხილვა. Tweet Media-ის გამოყენებით შესაძლებელია იმ ადამიანების მულტიმედიური მასალის ხილვა, რომლის განახლებებსაც თვალყურს ადევნებთ.
|