|
კორპორაცია Google სამომხმარებლო ბაზარზე საკუთარი ბრენდით ახალ მუსიკალურ სერვისს უშვებს. კომპანიის ხელმძღვანელი Harry Fox Agency-სთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა 27 ათასი სიმღერის გამოყენების უფლება მიიღოს. როგორც მოსალოდნელია, Google-ის ახალი სერვისი წლის ბოლოს გაეშვება. სერვისის საშუალებით შესაძლებელი იქნება მუსიკალური ფაილების როგორც შეძენა, ასევე ონლაინ რეჟიმში მოსმენა. მომხმარებელს კი Google საკუთარი ექაუნთის შექმნას და მრავალ ფუნქციას სთავაზობს.
|