|
ინტერნეტ-მაღაზიამ Amazon 28 ივლისს ელექტრონული წამკითხველის Kindle ახალი მოდელი წარმოადგინა. იგი მეტად კონტრასტული დისპლეით არის აღჭურვილი, ხოლო მუშაობის სიწრაფე 20%-ით მეტია. Kindle ინახავს 3500 წიგნს, ასევე გაუმჯობესებულია სტანდარტული შრიფტის მოწყობილობა. Wi-Fi მოდულით აღჭურვილი წამკითხველის ღირებულება 139 აშშ დოლარია, ხოლო 3G მოდულით აღჭურვილი მოდელი 189 აშშ დოლარი ღირს. Kindle სამომხმარებლო ბაზარზე 27 აგვისტოდან შემოვა და 140 ქვეყანაში გაიყიდება.
|