|
Google-მა პლატფორმის Android დეველოპერებს ახალი ფუნქცია, Licensing Service წარუდგინა, რომელიც პროგრამის არალიცენზირებული ასლის გავრცელებას შეუშლის ხელს. ახალი სერვისის საშუალებით ყველა აპლიკაციას გარკვეული დროის ინტერვალში Google-ის სერვერთან ექნება კავშირი. იმ შემთხვევაში, თუ სერვერი არალიცენზირებულ პროგრამას ამოიცნობს, იგი ავტომატურად დაიბლოკება. ახალი ფუნქციის დამატება Android 1.5 ვერსიისთვის უახლოეს თვეებში იგეგმება.
|