Visa-მ და Bradesco-მ რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის შექმნილი ერთობლივი პროდუქტი, ელექტრონული სამაჯური Pulseira Bradesco Visa წარმოადგინეს. ეს არის ინოვაცია უკონტაქტო გადახდების სფეროში. იგი ახლო კავშირის ტექნოლოგიის (Near Field Communication-NFC) გამოყენებით მუშაობს და აუმჯობესებს გადახდების გამოცდილებას მომხარებლისთვის.
Pulseira Bradesco Visa მომხმარებელს საშუალებას მისცემს, გადახდები ნებისმიერი სპორტული აქტივობის დროს შეასრულოს. პორტატული სამაჯური მხოლოდ ბრაზილიაში იქნება ხელმისაწვდომი და მისი გამოყენება მილიონზე მეტ უკონტაქტო ტერმინალზე იქნება შესაძლებელი. რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების დროს ოლიმპიურ პარკში განლაგებული გადახდის 4000-ვე ტერმინალი აღნიშნული ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი.
„ბრაზილია ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს, რადგან იგი მიესალმება ინოვაციებს. მომხმარებელი სულ უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება, ყოველთვის ეძებს ინოვაციებს, კომფორტსა და ისეთ საშუალებებს, რომელიც მოერგება და გაამარტივებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. Bradesco Visa-ს სამაჯური სწორედ ამ მოთხოვნებს შეესაბამება, – განმარტავს პერსივალ ჯატობა, Visa-ბრაზილიას პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტი – როგორც ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი გადახდების ტექნოლოგიებში, ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ სფეროში მონაწილე მხარეებთან და დეველოპერებთან, რათა შევთავაზოთ მათ მომავალი, სადაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა მოწყობილობას შეეძლება ფინანსური ოპერაციების მოხერხებულად, სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელება.“
მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით დამატებითი აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს, თვალ-ყური ადევნოს სამაჯურის ოპერაციების ისტორიას, მის ანგარიშზე არსებულ ბალანსს, დაბლოკოს მოწყობილობა ქურდობის ან დაკარგვის შემთხვევაში და შეავსოს ბალანსი თანმხლებ წინასწარ გადახდის ბარათზე. სამაჯური ეყრდნობა ვიზას პროცესინგის პლატფორმას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და საიმედოობას. პორტატული აქსესუარით შესრულებული გადახდები დაცულია იგივე სტანდარტებით, რაც გამოიყენება ბარათებთან მიმართებაში.
„ტექნოლოგიები ვითარდება და ჩვენ გამოწვევის წინაშე ვართ, დავაკმაყოფილოთ ჩვენი მომხმარებლის მოლოდინები. აქსესუარებში ელექტრონული გადახდების ინტეგრირება შეესაბამება Bradesco Cartões-ის სტრატეგიას, რომლის მიზანიცაა, შესთავაზოს მის მომხმარებელს ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური სერვისი“ – ამბობს ცეზარიო ნაკამურა, Bradesco Cartões-ის დირექტორი.
სამაჯურის გამოყენება მარტივია, საკმარისია იგი მოირგოთ და მიიტანოთ უკონტაქტო გადახდის ტერმინალთან ყიდვის ოპერაციის განსახორციელებლად. პროცესის გასამარტივებლად 50 ბრაზილიურ რეალზე (15 აშშ დოლარი) ნაკლები გადახდისას არ მოითხოვება PIN-ი.
სამაჯურს თანამედროვე დიზაინი აქვს, ამშვენებს რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლოგო და მდგრადია წყლის მიმართ.
„მათ, ვისაც უყვარს ვარჯიში, ღამის ცხოვრება და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, მოიხიბლებიან ამ ახალი მეთოდით” – ამბობს მართა კრავჩიკი, Visa-ბრაზილიას მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდებს:

www.corporate.visa.com
www.visa.com.ge
https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE

წინა სტატიაRefresh Windows
შემდეგი სტატიაახალი ჩინური სუპერკომპიუტერი მსოფლიო ლიდერია

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი