ტვინის მსგავსი კომპიუტერები რეალობა გახდება

ენერგომოხმარება არის უმთავრესი მიზეზი იმისა თუ რატომ არ გვაქვს დღემდე ტვინის მსგავსი კომპიუტერები ლაბორატორიის მიღმა. ხელოვნური სინაპსები გაცილებით მეტ ენერგიას საჭიროებს ვიდრე ნამდვილ ტვინში, თუმცა რეალისტური ენერგომოხმარება უკვე ოცნება არ არის და შესაძლებელი გახდა. მკვლევარებმა სპეციალური ნანობოჭკოებით ააწყვეს სინაპსი, რომელიც მხოლოდ 1.23 ფემტოჯოულ ენერგიას მოიხმარს, როცა რეალურ ნეირონს 10 ფემტოჯოული ჭირდება. ასეთი ეფექტურობა მიიღწევა ორი ორგანული მატერიალის გამოყენებით, რომლებიც აკავებენ და გამოყოფენ იონებს ისევე, როგორც ნამდვილი ნერვული ბოჭკოები.

ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს პრაქტიკაში დაინერგოს. მეცნიერები აპირებენ ნანობოჭკოების ზომის 200 ნანომეტრიდან უფრო ნაკლებ ტექნოპროცესამდე დაყვანას, რითაც შესაძლებელი გახდება ტვინთან ძალიან მიახლოებული სტრუქტურების შექმნა. მეცნიერები ფიქობენ, რომ კომპიუტერების შექმნა, რომლებიც ტვინის დონის კომპლექსურობა ექნება უკვე რეალობა ხდება და ეს ყველაფერი ჭკვიანი რობოტების, ავტომობილების და სამედიცინო ტექნოლოგიების შექმნას შეუწყობს ხელს.

წყაროEngadget
წინა სტატიაახალი ჩინური სუპერკომპიუტერი მსოფლიო ლიდერია
შემდეგი სტატიაფიზიკოსებმა კვანტური სახაზავი შექმნეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი