SanDisk microSDXC Extreme ბარათები 256 GB

SanDisk-მა, რომელიც Western Digital-ს მიეკუთვნება მსოფლიო მობილურ კონგრესზე შანხაიში წარმოადგინა ახალი microSDXC ბარათები 256 გიგაბაიტი მეხსიერებით. მას შემდეგ რაც Western Digital-მა შეიძინა SanDisk კომპანიამ გადაიტანა რთული რეფორმების პერიოდი და რეორგანიზაციის შემდეგ ისინი ისევ დაუბრუნდნენ ჩვეულ წარმოების პროცესს. ახალი ბარათები სიმძლავრის ევოლუციურ ზრდას აჩვენებს წინა თაობის 200 გიგაბაიტიან დისკებთან მიმართებაში.

SanDisk ამბობს, რმ ეს ვარიანტი ყველაზე სწრაფია თავის კლასში და კომპანია მას სპეციალურად 4K ვიდეოსთვის უშვებს. ბარათები განკუთვნილია ექშენ-კამერებისთვის, დრონებისთვის და 4K თავსებადი სმარტფონებისთვის. SanDisk-ის მონაცემებით Extreme ბარათებს შეუძლიათ 90 მეგაბაიტი/წამში სიჩქარე აქვთ და 14 საათამდე UHD ვიდეოს შენახვა შეუძლია.

დაგეგმილია, რომ 256 გიგაბაიტიანი ბარათი მიმდინარე წლის მე-4 კვარტალიდან 199.99 $ გაიყიდოს, რაც გაცილებით იაფია ვიდრე მთავარი კონკურენტის Samsung-ის ფასი, რომელიც იგივე მონაცემებით 249 $-ია. ახალი SanDisk Extreme ბარათები 10 წლიანი გარანტიით გაიყიდება.

წინა სტატიაAndroid 7.0-ის სახელია Nougat (ნუგა)
შემდეგი სტატიაSES-ი O3b ქსელების 100%-იანი წილის მფლობელი ხდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი