ამერიკის საპატენტო ბიურომ გამოაქვეყნდა 47 პატენტის სერია ტექნოლოგიებზე, რომლებიც კომპანია Apple-ს ეკუთვნის. დოკუმენტებში აღწერილია გადაწყვეტილებები, რომლებიც საშუალებას მისცემს მომხამრებელს გამოიყენოს სმარტფონის ორმაგი კამერა ონიექტების სამგანზომილებიანი სკანირებისათვის, მათ შორის ზუსტი მანძილის გასაზომად და სხვა ამოცანების შესასრულებლად.

გამოჟონილი ინფორმაცია ადასტურებს, რომ iPhone 7-ის ერთ ერთ მოდიფიკაციაში (Plus ან Pro) იქნება ორმაგი კამერა. ექსპერტები თვლიან, რომ ახალი ტექნოლოგიები მის საფუძველზე იქნება განხორციელებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემებრში განახლებულ სმარტფონებს ვიხილავთ.

Apple-ის ახალ გაჯეტებში შეიძლება აღმოჩნდეს ფოკუსური მანძილის შეცვლის შესაძლებლობა უკვე გადაღებულ ფოტოებში. ამის გარდა კამერა საშუალებას მისცემს მომხმარებელს მინიმალური ცდომ,ილებით გამოთვალოს მანძილი ფოტოზე გამოსახულ ობიეტებს შორის.

კიდევ ერთი ფუნქცია იქნება სამგანზომილებია ობიექტები შექმნა. ამ შემთხვევაში iPhone 7 3D კამერის როლს შეასრულებს. გამოსახულება პროეცირდება ეტალონ ობიექტზე, რომელიც საწყისი პუნქტის მოვალეობას შეასრულებს, რის შემდეგაც სმარტფონი თვითონ გამოთვლის გამოსახული ობიექტის სხა და სხვა რაკურსებს.

შეგახსენებთ, რომ სამგანზომილებიანი ობიექტების სკანირება სმარტფონებში პირველად Lenovo Phab2 Pro-ში გამოჩნდა, რომელიც Google Projet Tango-ს ფარგლებში განხორციელდა. აქედან გამომდინარე არის ეჭვი, რომ iPhone 7 მიიღებს დამატებიტი რეალობის მხარდაჭერასაც.

 

წინა სტატიაპოპულუსი – წარმოებულია საქართველოში
შემდეგი სტატიაგამოვიდა Apple macOS Sierra-ს საჯარო ბეტა ვერსია

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი