Samsung UFS microSD ბარათები 5-ჯერ ჩქარია კონკურენტებზე

 

Samsung-ის ახალი UFS (Universal Flash Storage) microSD ბარათები 32, 64, 128 და 256 გიგაბაიტი მოცულობისაა.  მეხსიერება შექმნილია მაღალი გარჩევადობის 3D თამაშებისთვის და ფილმებისთვის. ბარათიდან ინფორმაციის წაკითხვა 530 მეგაბიტით წამში არის შესაძლებლი, რაც 5-ჯერ მეტია ვიდრე ნებისმიერ microSD ბარათზე, ხოლო ჩაწერის სიჩქარე 170 მეგაბიტამდეა. მაგალითისთვის უახლესი SandDisk Extreme ბარათების წაკითხვის სიჩქარე 100 ხოლო ჩაწერის 90 მეგაბიტია წამში.

Samsung ამბობს, რომ მაღალი წარმადობა და გადაცემის სიჩქარით მათ ბარათები SATA SSD დრაივების კლასში გადის. Samsung ამბობს, რომ მათ ბარათებზე 24 JPEG სურათის შენახვა, რომლების ზომმა 1.1 მეგაბაიტია სულ რაღაც 7 წამში არის შესაძლებელი, რაც SanDisk-ის UHS-1 microSD ბარათს 32 წამში შეუძლია.

სიახლე მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ არის არც ერთ მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ახალი ბარათების სრული სიმძლავრით გამოყენება. Samsung-ს ჯერ არ გამოუქვეყნება ინფორმაცია ფასებისა და გამოშვების თარიღის შესახებ. არის მოლოდინი, რომ კომპანიის მომავალ ფლაგმანებში აუცილებლად გამოჩნდება ახალი microSD ბარათების მხარდაჭერის მქონე სლოტები.

წინა სტატიაგაჟონა Nokia-ს ახალი სმარტფონის ვიზუალმა
შემდეგი სტატიაFacebook Messenger-ში end-to-end დაშიფრვა იქნება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი