ტექნოპარკის Intel-ის შოურუმში სიახლეებია

ტექნოპარკის Intel-ის შოურუმში თქვენი პროდუქტის ტესტირებისათვის უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტექნოლოგიები:

Intel Edison – ეს არის SD-card-ის ზომის ძალიან პატარა კომპიუტერი. მისი გამოყენებით შესაძლებელია საშუალო და მცირე ზომის ნივთების გარდაქმნა Smart აპარატურად და მრავალი სენსორის გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებისთვის. Intel Edison-ის ძირითადი მომხარებელთა ბაზაა IoT (Internet of Things) დეველოპერები.

Curie – ეს არის Intel-ის მიკროკონტროლერი, რომლის გამოყენებაც გათვლილია “wearable” ტექნოლოგიაზე. მისმა შესაძლებლობებმა შეიძლება საფუძველი დაუდოს ახალი პროდუქტების შექმნას და გახდეს შთაგონების წყარო სხვადასხვა მიმართულებით.

https://www.youtube.com/watch?v=3AzSLouSv8Y

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ Intel Edison Kit For Arduino, Intel Genuino, Intel Edison Kit With Breakout Board, Intel computer stick, Intel Smart camera, Intel Nuc.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *