სატრენინგო პროგრამა თემაზე ”როგორ მუშაობს ფაბლაბი.”

8 ივლისიდან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ტექნოპარკში იწყებს ახალ ორკვირიან სატრენინგო პროგრამას თემაზე ”როგორ მუშაობს ფაბლაბი.”

მონაწილეები გაეცნობიან შემდეგი ტიპის დანადგარებთან მუშაობის პრინციპებს:

1) 3D პრინტერი
2) ლაზერული მჭრელი
3) პროგრამირებადი ჩარხი (CNC Router)
4) ბრტყელ ზედაპირზე მბეჭდავი პრინტერი
5) სასერი პლოტერი

ტრენინგი წარიმართება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მუშაობის მეშვეობით. თეორიული ნაწილი მოიცავს ზოგადი ინფორმაციის და სასწავლო ლიტერატურის მიწოდებას, ხოლო პრაქტიკულ ნაწილში მოიაზრება თითოეულ დანადგართან ფიზიკურად მუშაობა, სამუშაო ფაილების დამოუკიდებელი მომზადება, პრაქტიკული დავალებების შესრულება.

ტრენინგის გავლის შემდეგ პირებს შეეძლებათ დამოუკიდებლად დაამუშაონ საშუალო სირთულის პროექტები, ეცოდინებათ ტექნიკასთან მუშაობის უსაფრთხოების წესები, ექნებათ საბაზისო ცოდნა და სურვილის შემთხვევაში შეძლებენ სწავლის გაგრძელებას და ფაბლაბის სრულფასოვან სპეციალისტებად ჩამოყალიბებას, შეეძლებათ საკუთარ ან კერძო საწარმოში მსგავს აპარატურაზე მუშაობის დაწყება.

ტრენინგის გავლა შეუძლიათ მხოლოდ შემდეგი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს:

1) ტექნიკური სპეციფიკაციები: კომპიუტერთან და გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობის საბაზისო უნარები. ასევე სხვადასხვა გრაფიკულ ფორმატებთან მუშაობის გამოცდილება.
2) ელექტრო ინსტრუმენტებთან და ხელსაწყო-იარაღებთან მუშაობის გამოცდილება.

ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 ივლისი.

იხილეთ: სარეგისტრაციო ბმული

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…

ხელოვნური ინტელექტი ახალ მიდგომებთან კომბინაციაში წამლების შექმნას ორჯერ დააჩქარებს — Reuters

Google-ის აქციები 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საძიებო გიგანტმა ანტიმონოპოლიურ საქმეში უმძიმესი სასჯელი აიცილა თავიდან

Anthropic ახლა $183 მილიარდი ღირს. კომპანიის შეფასება ექვს თვეში სამჯერ გაიზარდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *