საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და საქართველოს საპარტნიორო ფონდი ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ,,სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში პროგრამის პრეზენტაციით ბათუმს ესტუმრნენ.

13653316_1149630078416734_1662598720464467224_o

ადგილობრივებთან შეხვედრა ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა. პრეზენტაციის განმავლობაში მათ საშუალება მიეცათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია და გაცნობოდნენ ,,სტარტაპ საქართველოს“ ყველა მოთხოვნასა და პირობას.

პროგრამისთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს რეგიონების მაქსიმალური ჩართულობა. შეხვედრები უკვე გაიმართა ახალციხეში, ახალქალაქში, მცხეთაში, გორში, თელავში, რუსთავში, მარნეულსა და ბათუმში. შემდეგი შეხვედრები დაგეგმილია ოზურგეთსა და ზუგდიდში (12 ივლისი), ქუთაისსა და ამბროლაურში (13 ივლისი).

13613207_1149630085083400_8005435979668506253_o

,,სტარტაპ საქართველო“ მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება. საინვესტიციო პროგრამა ინოვაციური იდეის მქონე მოქალაქეს აძლევს საუშუალებას მოახდინოს იდეის გენერირება და დაიწყოს მუშაობა წარმოების შექმნასა და ბიზნესის განვითარებაზე. უნიკალური მაღალტექნოლოგიური ინოვაციური იდეის შემთხვევაში, რომელსაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აფინანსებს, განაცხადების მიღება პროექტის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის ტექნოპარკში მოქმედებს ფრონტ ოფისი, რომელიც მათ გაუწევს კონსულტაციას აპლიკაციის შევსებაში და მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას პროგრამის შესახებ.

,,სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების მიღების ბოლო თარიღი 17 ივლისია, ინოვაციური პროექტებისა კი 31 ივლისი. მიღებულ განაცხადებს სილიკონ ველის ექსპერტები 2 კვირის განმავლობაში განიხილავენ, რომელთა ვიზიტი საქართველოში 22-დან 27 აგვისტომდეა დაგეგმილი. გამარჯვებული პროექტები აგვისტოს ბოლოს გამოვლინდება.

წინა სტატიაინოვაციების დღეები რეგიონებში
შემდეგი სტატიაWindows Server 2016 სექტემბერში გამოვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი