Check Point Software Technologies-ის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების განცხადებით 900 მილოონამდე Android სმარტფონს უსაფრთხოების პრობლემა აქვს Qualcomm-ის ჩიპსეტის გამო, რომელშიც შესაძლებელია მომმარებლის პერსონალურ და საბანკო მონაცემებზე არასანქცირებული წვდომის მიღება.
პრობლემამ მიიღო სახელწოდება Quadrooter – რომელიც არ არის ერთი ხვრესლი უსაფრთხოებაში, არამედ ეს არის ოთხი მოწყვლადობისგან შემდგარი კომპლექსი. ამ მოწყბლადობების წყალობით ბოროტმოქმედებს შეუძლიათ ვირუსული პროგრამის დაყენება მსხვერპლის სმარტფონზე ან პლანშეტზე, რომელიც Qualcomm-ის ნებისმიერ ჩიპსეტზე არის დაფუძნებული.
ამის შემდეგ კიბერდამნაშავეები მიიღებენ root-წვდომას მოწყობილობაზე რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ნებისმიერ ოერაციას შესაძშრულებენ მასზე, მათ შორის ფოტო და ვიდეო გადაღებას, საუბრების მოსმენას, მონაცემების მიღებასა და გადაცემას, პირადი ინფორმაციის და მათ შორის საბანკო მონაცემების გარეშე სერვერებზე გადაგზავნას.
მოწყვლადობები აპრილში იქნა აღმოჩენილი, თუმცა ინფორმაცია, როგორც წესი 90 დღის შემდეგ გავრცელდა – რაც გონივრული ვადაა პრობლემის მოგვარებისთვის. Google-ის ინფორმაციით კომპანია პატჩის გამოშვებას სექტემბერში აპირებს. მანამდე კი თქვენი უსაფრთხოება თქვენსავე ხელშია: გამოიყენეთ ანტივირუსები, არ დააყენოთ აპლიკაციები საეჭვო საიტებდინა და არ გამოიყენოთ დაუცველი WiFi დაშვების წერტილები.
წინა სტატიაიაპონური ტელევიზია 8K გარჩევადობით იწყებს მაუწყებლობას
შემდეგი სტატიაGoogle-მა სარეკლამო რგოლში “პატარა” iPhone-ის მომხმარებლებზე იხუმრა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი