კომპანია Samsung აგრძელებს მუშაობას თავის საკუთარ მობილურ საოპერაციო სისტემა Tizen-ზე. კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით გახდა ახალი ბიუჯეტური სმარტფონი Z2, რომელიც განვითარებადი ქვეყნების ბაზარზეა გათვლილი.

Samsung Z2 აღჭურვილი 4 დიუმიანი TFT ეკრანით 800×400 გარჩევადობით. აპარატს აქვს ოთხბირთვიანი პროცესორი 1,5 გიგაჰერცი სიხშირით და 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით. ჩაშენებული მხესიერები 8 გიგაბაიტს შეადგენს და ასევე გათვალისწინებულია 128 გიგაბაიტამდე microSD ბარათების მხარდაჭერაც.

მთავარი კამერის გარჩევადობა 5 მეგაპიქსელია, ხოლო წინა კამერა 0.3 მეგაპიქსელი. ჩაშენებული აკუმლატორის მოცულობა 1500 მილიამპერია. ამის გარდა კომპანიაში ამბობემ რომ Z2 არის პირველი Tizen სმარტფონი, რომელსაც 4G ქსელებში შეუძლია მუშაობა.

Samsung Z2 29 აგვისტოს გამოვა ინდოეთში და ხელმისაწვდომი იქნება შავსა და მუქ-წითელ ფერებში და მისი ფასი 69 ამერიკული დოლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ პროექტი Tizen წარმოიშვა ორის ძველი პროექტის Meego-სა და Moblin-ის შერწყმის შედეგად. Samsung-ის გარდა საერთაშორისო Tizen ასოციაციაში შედიან Intel, Huawei, Panasonic, Vodafone, SK Telecom, Orange, NTT docomo და სხვა კორპორაციებ. ჯერ-ჯერობით ამ საოეპრაციო სისტემას არ მიუღწევია განსაკუთრებული წარმატებისთვის და მისი განვითარების შემაფერხებელ უმთავრეს ფაქტორად დეველოპერების მწირი ინტერესი სახელდება.

წინა სტატიაSamsung-მა მეორადი ფლაგმანების გაყიდვა გადაწყვიტა
შემდეგი სტატიაXiaomi Redmi Note 4 – ახალი ბიუჯეტური ფლაგმანი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი