ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ წარმოადგინა სმარტფონი Redmi Note 4, რომელიც Xiaomi-ს სხვა პარტიების მსგავსად გამოირჩევა შედარებით დაბალი ფასითა და კარგი ტექნიკური მახასიათებლებით.

xiaomi-redmi-note-4-2

სამრტფონმა მიიღო მეტალის კორპუსი და 5,5 დიუმიანი ეკრანი Full HD გარჩევადობით. Redemi Note 4 მუშაობს 10 ბირთვიანი პროცესორის MediaTek Helio X20-ის ბაზაზე და გამოდის 2 და 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული და შესაბამისად აქვს 16 ან 32 შიდა მეხსიერება. სმარტფონს ასევე აქვს microSD ბარათების სლოტი.

მთავარი 13 მეგაპიქსელიანი კამერა აღჭურვილია ფაზური ავტოფიკუსითა და ორ-ფერიანი ფლეშით, წინა კამერის გარჩევადობა 5 მეგაპიქსელია. ამის გარდა აპარატს აქვს თითის ანაბეჭდების სკანერი, 2 SIM-ბარათის სლოტი და 4100 მილიამპერიანი აკუმლატორი.

xiaomi-redmi-note-4-1

Redmi Note 4 მუშაობს Android 6.0 Marshmallow-ის ბაზაზე საფირმო გარსით MIUI 8. მისი ზომებია 151x76x83,5 მმ, ხოლო მისი წინა 175 გრამია.

Redmi Note 4-ის გაყიდვები ჩინეთში 26 აგვისტოს დაიწყება. სმარტფონი წარმოდგენილია ოქრსოფერ, ვერცხლისფერ და მუქ ფერებში, ხოლო მისი ფასი დაახლოებით 135 დოლარი იქნება 2 გიგაბაიტიანი ოპერატიულით და 16 გიგაბაიტი შიდა საცავით. 32 გიგაბაიტიანი და 3 ოპერატიულით მოდელი 180 დოლარი ეღირება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here