Apple-ის პრეზენტაცია 7 სექტემბერს 21 საათზე სან-ფრანცისკოში ჩატარდება. ონალინ ტრანცსალია ხელმისაწვდომი იქნება Apple-ის საიტსა და Apple TV მოწყობილობებზე, ასევე iPhone და iPad მოწყობილობებზე.
ტრადიციის შესაბამისად წარმოდგენილი იქნება ახალი თაობის iPhone. ჭორების თანახმად ახალი მოწყობილობები ძველისგან ვიზუალურად დიდად განსხვავებული არ ქიენბა, მაგრამ შესაძლოა კომპანიამ სმარტფონის pro ვერსია წარმოადგინოს ორმაგი კამერით.
გარდა სმარტფონებისა მოსალოდნელია MacBook Pro ნოუთბუქების განახლება, რომლებიც 2013 წელს რეტინა დისპლეის დანერგვის შემდგომ სერიოზულად არ განახლებულა. სავარაუდოდ ახალი ნოუთბუქნები უფრო მსუბუქი და თხელი იქნება და აღიჭურვება თთის ანაბეჭდების სკანერთი და დამატებითი სენსორული პანელით კლავიატურის ზედა ზოლზე.
ინფორმაცია ახალი ჭკვიანი საათების შესახებ ნაკლებად დასტურდება და მისი მოლოდინი სექტემბერში ნაკლებია, თუმცა ჭორების თანახმად მოსალონელია პროცესორისა და შიდა აკუმლატორის გაუმჯობესება.