Android Central-ის ინფორმაციით კომპანია Google შეწყვეტს Nexus სერიის სმარტფონების გამოშვებას და Google Sailfilsh და Marlin სხვა სერიის ფარგლებში გამოვა. რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფრომაცია უახლოეს მომავალში შევიტყობთ, მანამდე კი გაგაცნობთ ახალი მოდელების ფასებსა და ტექნოლკურ მოაცემებს.

სმარტფონები Google Sailfish და Marlin კომპნია HTC-ის წარმოებისაა და მათ უკვე გაიარეს შეერთებული შტატების კომუნიკაციების კომისიის სერტიფიკაცია. მოწყობილობები სექტემბერში იქნება წარმოდგენილი ახალი Android 7.0 Nougat საოპერაციო სისტემის თანხლებით, თუმცა პირველი ახალი სმარტფონი Nougat-ით LG V20 იქნება, რომელსაც 6 სექტემბერს ვიხილავთ ოფიციალურად.

Sailfish და Marlin შესაძლოა სპეციალური აპლიკაციებითა და განახლებული ლანჩერით გამოვიდეს. HTC-ის ლოგოტიპი მათზე არ იქნება და კორპუსზე მხოლოდ Google-ის ლოგო იქნება უკანა მხარეს.

Sailfish – Nexus 5X-ს ჩაანაცვლებს და მისი მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ეკრანი: 5 დიუმი, 1920×1080 წერტილი
  • ოპერატიული: 4 გიგაბაიტი
  • აკუმლატოი: 2770 მილიამპერი
  • მთავარი კამერა: 12 მპ.
  • წინა კამერა: 8 მპ.

sailfish

Marlin – Nexus 6P-ს ჩაანაცვლებს და მისი ტექნიკური მონაცემებია:

  • ჩიპსეტი: Snapdragon 820 ან 821
  • ოპერატიული: 4 გიგაბაიტი
  • ეკრანი 5,5 დიუმი, 2560×1440 წერტილი
  • აკუმლატორი: 3450 მილიამპერი

marlin

 

წინა სტატიაiPhone 7-ის პრეზენტაცია 7 სექტემბერს იქნება
შემდეგი სტატიაSamsung Gear S3

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი