ცხელი ზაფხულის ბოლო დღეს, ბერლინში კომპანია სამსუნგმა წარმოადგინა სმარტ-საათების მესამე თაობა. ახალ სერიაში ორი მოდელია განსხვავებული დიზაინის და დანიშნულების კორპუსით.
gear-s3-main

სიახლეების ანონსი გამოფენის დაწყების პირველსავე პრესისთვის ღია დღეს შედგა. როგორც სამსუნგს ჩვევია, ჩვეულებრივი პრეზენტაცია რამდენიმე წამში შესანიშნავ შოუდ გადაიქცა. როგორც ვნახეთ კომპანია ავითარებს Gear S2-ში დაწყებულ ინოვაციებს, რაც ახალი მოდელების ფუნქციონალურ დაყოფაზეც აისახა. Classic მოდელი აშკარად ამართლებს თავის სახელს ხოლო Frontier მოდელი უფრო სპორტის და აქტიური ცხოვრების სტილის მოყვარულ მომხმარებლებზეა გათვლილი.


gear-s3-classic

მონაცემები:

  • ეკრანი: 1.3 დიუმიანი 360×360-ზე გარჩევადობის Super AMOLED მატრიცა.
  • მეხსიერება: 4 გიგაბაიტი ჩაშენებული და 768 მეგაბაიტი ოპერატიული
  • პროცესორი: Exynos – 2 ბირთვიანი 1 გიგაჰერცი სიხშირით
  • კავშირი: Wi-Fi, Bluetooth 4.1, 3G/LTE (Frontier მოდელში), NFC, GPS და ГЛОНАСС
  • სენსორები: გულისცემის, აქსელერომეტრი, ბარომეტრი და სპიდომეტრი

gear-s3-frontier

საათი ძველებურად საკუთარ საოპერაციო სისტემა Tizen-ზე მუშაობს. ახლა უკვე NFC-ის საშუალებით შესაძლებელია შესყიდვების გკეთება მაღაზიებში Samsung Pay სერვისით. ორივე მოდელში არის GPS და ГЛОНАСС, ასევე უამრავი სენსორი, რომელთა წყალობითაც ახლა უკვე შესაძლებელია სმარტფონის გარეშეც სარგებლობა.

ახალი საათები 4 მილიმეტრით განიერია წინამორბედზე და დაცულია ახალი Gorilla Glass SR+ შუშით. Gear S3-ის ეკრანი მუდმივად მუშაობს ფერების სრულ სპექტრში, როცა Gear S2 ძილის რეჟიმში მხოლოდ 8 გრადაციას აჩვენებდა.

საათების გაბარიტებია 46x49x12.9 მმ. Classic და Frontier მოდელები 62 და 57 გრამს იწონიან შესაბამისად. საათს შეგიძლიათ მოარგოთ ნებისმიერი 22 მილიმეტრიანი სამაჯური. მოწყობილობების კორპუსი ალუმინისაა მაგრამ Frontier მოდელში მას რბილი ზედაპირი აქვს. მართვისთვის შენარჩუნებულია მბრუნავი რგოლი, რომელსაც უფრო მსხვილი კბილანები აქვს მეტი მოჭიდებისათვის.

საათები IP68 სტანდარტის შესაბამისად არის დაცული მტვერისა და სითხისაგან. მათ შეუძლიათ გაუძლონ 1.5 მეტრამდე წყალში ჩაშვებას ნახევარი საათის განმავლობაში. ახალ პროდუქტს ასევე შეუძლია ძალიან მაღალი და დაბალი ტემპერატურის პირობებში მუშაობა.

Gear S3-ში უფრო მეტი მოცულობის აკუმლატორია და ის ახლა 380 მილიამპერიანია, თუმცა უცნობია გაძლებს თუ არა უფრო მეტ ხანს ვიდრე S2. მოწყობილობის დამუხტვა უკაბელოდაცაა შესაძლებელი WPS სტანდარტის სადგურებზე.

გაყიდვაში საათები მიმდინარე წლის ოქტომბრიდან შემოვა და Classic-ის ფასი 299 დოლარი იქნება, ხოლო Frontier მოდელის ფასი სავარაუდოდ უფრო მეტი იქნება.

საპრეზენტაციო ვიდეო რგოლი

https://www.youtube.com/watch?v=ynTB211p1PQ

პრეზენტაციის სრული ვერსია

https://www.youtube.com/watch?v=EBmhKLj4Jeg

VIASansung Gear S3 - ოფიციალური საიტი
წინა სტატიაGoogle Nexus-ების გამოშვება შეწყდება
შემდეგი სტატიაSony Xperia XZ და Xperia X Compact

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი