ორ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით Android Authority იუწყება, რომ Google-ის მომდევნო Nexus ტელეფონები Marlin და Sailfish გაყიდვაში Pixel და Pixel XL-ის სახელებით შემოვა. ფასების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ამ დროისთვის უცნობია თუ როდის გადაწყვიტა Google-მა შეცვალოს Nexus სმარტფონები Pixel-ებზე.
Pixel იქნება 5” Sailfish მოწყობილობა და Pixel XL 5.5” Marlin. მართლაც რომ წინათ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ახალი ტელეფონები Nexus სახელს არ ატარებენ ახალი დეტალები უფრო სარწუნოდ ჟღერს. ერთ ერთი წყარო ამბობს, რომ Google აპირებს ტელეფონების გაპიარებას, როგორც საკუთარი ნაწარმის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მაინც HTC-ის პროდუქტები იქნება. ამ შემთხვევაში ტელეფონებს არ ექნებათ HTC-ის ლოგო და Google თავის თავზე აიღებს იდნუსტირულ დიზაინს, რაც იმას ნიშნავს, რომ HTC-ის როლი ამ საქმეში მხოლოდ აპარატის ფიზიკურად წარმოება იქნება.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ Nexus მკვდარია? ამის თქმა ჩვენ არ შეგვიძლია. Nexus Player-ს ჯერ არ აქვს შემცვლელი, Google-ის ბოლო პლანშეტის სახელი უკვე Pixel-ით შეიცვალა, ხოლო Google ახალი ჭკვიანი სახლის მოწყობილობა Google Home საერთოდ არანაირ კავშირშია Nexus-თან. Nexus-ის მომავალი არც ისე ნათელია და ჩვენთვის ეს ყველაფერი ჯერ-ჯერობით უცნობია და შესაძლოა Google-ისთვისაც.