Apple მალე დაიწყებს მოძველებული და უფუნქციო აპლიკაციების iTunes App Store-დან ამოღებას.

არაერთი დეველოპერის განცხადებით, მათ მიიღეს შეტყობინება საკუთარი აპლიკაციის App Store-დან ამოღების შესახებ. ასევე, Apple-მა დაპოსტა ხდკ, სადაც განმარტა აპლიკაციის ამოღების პროცესი. ხდკ-ში Apple-მა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ეხება იმ აპლიკაციებს, რომლებიც: აღარ ფუნქციონირებს, ისე როგორც აღწერილია; არ შეესაბამება Apple-ის უახლეს სახელმძღვანელო პრინციპებს ან არის მოძველებული.

ხდკ-ის მიხედვით, Apple აპლიკაციების განხილვის და მარკეტიდან ამოღების პროცესს დაიწყებს 7 სექტემბრიდან.

თუ Apple იპოვის პრობლემას აპლიკაციასთან მიმართებაში, ის ამის შესახებ შეატყობინებს დეველოპერს და მისცემს მას 30 დღის ვადას პრობლემის მოგვარებისა და განახლების წარდგენისათვის. თუ დეველოპერი არ წარადგენს განახლებას 30დღის განმავლობაში, აპლიკაცია მარკეტიდან წაიშლება. ამასთანავე, Apple-მა განაცხადა, რომ აპლიკაციები, რომლებიც გაშვებისთანავე ჭედავს, დაუყოვბლივ წაიშლება App Store-დან.

დეველოპერს შეუძლია განაახლოს მარკეტიდან აღებული აპლიკაცია და ის აღდგება App Store-ში.

წინა სტატიაSamsung-მა Note 7-ების დაბრუნება დაიწყო მთელს მსოფლიოში
შემდეგი სტატიაProject Ara ოფიციალურად დაიხურა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი