Google-მა ოფიციალურად დახურა მისი მოდულური სმარტფონის ინიციატივა, რომელიც Project Ara-ს სახელით იყო ცნობილი. ეს ინფორმაცია კომპანიის პრეს-სპიკერმა VentureBeat განუცხადა, რასაც წინ როიტერის დაუდასტურებელი შეტყობინება უძღოდა. უცნობია ოფიციალური მიზეზები, რამაც პროექტის შეწყვეტა გამოიწვია, მგრამ როგორ როიტერი ამბობს ეს კომპანიის მხრიდან აპარატურის წარმოების პროცესზე გადასვლის გამო მოხდა, რა დროსაც პერსპექტიული პროექტების გადაფასება ხდება ხოლმე. Project Ara-ს განხორციელების შემთხვევაში Google-ს მოუწევდა არა მხოლოდ სმარტფონების არამე კამერების, აკუმულატორების, დინამიკების და უამრავი სხვა აქსესუარის გამოშვება, რაც ამ ეტაპზე კომპანიისთვის ნამდვილად არ იქნებოდა სახარბიელო.
Project Ara უკვე სამ წელზე მეტია მუშავდება და გასული წლის აგვისტოში მისი გაშვება ოფიციალურად 2016 წლამდე გადაიდო. პროექტი რა თქმა უნდა არ განადგურდება და სხვა მწარმოებლების მიერ მისი სრულად ან ნაწილობრივ განხორციელების სურვილის შემთხვევაში გასცემს საჭირო ტექნოლოგიურ ლიცენზიებს.