სამხრეთკორეული Samsung-ს სავარაუდოდ 1 მილიარდამდე დოლარის დახარჯვა მოუწევს Galaxy Note 7 გლაგმანური ტელეფონების უკვე გაყიდული ეგზემპლარების შეცვლაში, რომლის მიზეზიც პრობლემური აკუმლატორი გახდა.
Bloomberg-ის მონაცემებით კომპანიას 2,5 მილიონი სმარტფონის ჩანაცვლება მოუწევს მსოფლიო მაშტაბით, რომლებიც 19 აგვისტოდან შევიდა გაყიდვაში. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ 35 შემთხვევა, როცა დასატენად მიერთებული სმარტფონის ბატარეას ცეცხლი გაუჩნდა.
Galaxy Note 7-ის წუნის გამო გამოწვეული უსიამოვნებები კომპანიას არასახარბიელო დროს დაატყდა თავს. სწორედ ახლა დაიწყო Samsung-მა თავისი პოზიციების გამაგრება Galaxy S7-ის წარმატებული გაყიდვებით, ხოლო მოდელი Note 7 უნდა გამხდარიყო ამ სერიის სერიოზული დამატება, რითაც უკვე მყარად შეძლებდა Apple-ის მსგავს პროდუქტებთან კონკურენციას, რომლის პრეზენტაციაც სწორედ რამდენიმე დღეშია დაგეგმილი.
Samsung-ის რეპუტაციას გაცილებით მეტი ზიანი მიადგა ვიდრე მოკლევადიანი ფინანსური დანაკარგებია – ამბობს სინგაპურის ნაციონალური უნივერსიტეტის პროფესორი ჩენ სეა ჯინი.
Credit Suisse-ის მონაცემებით, Samsung დაახლოებით 600 დოლარ პირდაპირ და 108 დოლარ საოპერაციო მოგებას მიიღებს ყოველი გაყიდული Note 7-დან. ამის გარდა კომპანიას დაგეგმილი ჰქონდა 4-დან 5 მილიონამდე მოწყობილობის გაყიდვა მხოლოდ მიმდინარე კვარტალში და 8-დან 9 მილიონამდე მე-4 კვარტალში. ამ დროისთვის გაყიდვები შეჩერებულია ათივე ქვეყანაში სადაც ის ოფიციალურად შევიდა.