წარმატებით დასრულდა კომპანია Apple-ის სპეციალური ღონისძიება, სადაც წარმოადგინეს iPhone 7, iPhone 7 Plus და მეორე თაობის Apple WATCH. თითქმის ყველა ჭორიდ დადასტურდა, თუმცა ამიტ ინტერესი კომპანიის ახალი მოწყობილობების მიმართ კიდევ უფრო გაძლიერდა, რადგან ყველას ერთი სული გვაქვს რეალურად ვიხილოთ ახალი სუპერმძლავრი სმარტფონი ორმაგი კამერით და ყურსასმენების ბუდის გარეშე.

1არ არის ყურსასმენების პორტი

Apple-მა ნამდვილად გადაწყვიტა მოეშორებინა ყურსასმენების ბუდე. მავთულების მოყვარულებს მათი Lightning პორტზე მიერთება მოუწევთ სპეციალური გადამყვანის საშუალებით. გადამყვანი ახალი iPhone-ის კომპლექტში სრულიად უფასოდ შედის, რაც გასაკვირია, სხვა შემთხვევაში თითოეულ ეგზემპლარზე დამატებით 10-15 დოლარის გამომუშავებაც კი შეეძლო კომპანიას.

მთავარი აქცენტი აუდიოსთან დაკავშირებით მავთულებისგან სრულად განთავისუფლებაა, რაც Beats-ის ახალ ყურსასმენებს და სრულიად ახალ Apple AirPods-ის გამოსვლით დადასტურდა. ეს უმავთულო ეარბადები, რომელიც 160 დოლარი ღირს და ერთი დამუხტვით 5 საათს იმუშავებს. ყურსასმენების პორტისგან გამოთავისუფლებული ადგილი Apple მა დამატებითი დინამიკისთვის გამოიყენა და ახლა iPhone-ს სრულად სტერეო ჟღერადობა აქვს.

2iPhone 7 Plus-ში ორმაგი კამერაა

მეორე მთავარი ჭორიც დადასტურდა და ვიხილეთ iPhone 7 Plus, რომელსაც ორმაგი კამერა აქვს. ერთი ფართოკუთხიანი ობიექტივით და მეორე შორი ფოკუსით. რისთვისაა ეს ყველაფერი?

პირველ რიგში Apple გვპირდება, რომ ორმაგი ოპტიკური გადიდება ხარისხის დაკარგვის გარეშე იქნება შესაძლებელი და 10-მაგი ციფრული ზუმი მინიმალური დანაკარგებით.

მეორე ის, რომ კადრებზე შესაძლებელი იქნება ფოკუსის შეცვლა არა მხოლოდ გადაღებისასა არამედ უკვე გადაღებულ ფოტებზეც. ასეთი რამე HTC-ის და Huawei-ს სმარტფონებში უკვე არის, მაგრამ Apple გვპირდება, რომ მისი შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება.

iPhone 7-ში კამერა ერთია, მაგრამ მასაც ექნება გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია. ორივე სმარტფონის მატრიცა სერიოზულად განახლდა და თან ბევრი პარამეტრის გათვალისწინებით. გარჩევეადობა ერთნაირია და ის 12 მეგაპიქსეილია. ასევე სიახლეა 4 შუქდიოდიანი ფლეშ-განათება.

გაუმჯობესდა წინა კამერის გარჩევადობაც და ახლა FaceTime მოდული 7 მეგაპიქსელიანია. რა თქმა უნდა მასაც დეამატა ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემა.

3ახალი ფერი და ძველი დიზაინი

ახალი სმარტფონების ზომა წინა მოდელების ზომის ტოლია მილიმეტრის სიზუსტით და კორპუსის ფორმაც კი უცვლელი დარჩა. შეიცვალა ანტენის ჩადგმები და ის უფრო ნაპირებისკენ გადაიტანეს. სიახლეა ახალი შავი ფერი, რომელიც ორი – მუქი და პრიალა ვარიანტებად გამოვა.

4წყლისგან დაცვა

კიდევ ერთი კარგი სიახლეა IP67 სტანდარტით დაცვა, რაც მოკლე დროით წყალში მოხვედრისგან დაიცავს ახალ სმარტფონებს. რა თქმა უნდა დაივინგით ვერ დაკავდებით, მაგრამ ჩაძირული სმარტფონების რიგი საგრძნობლად შემცირდება სერვის-ცენტრებში. ნამდვილად ჭკვიანური სვლაა, რადგანაც სტატისტიკის მიხედვით წყალში მოხვედრილი მთავარი პლატა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც iPhone მწყობრიდან გამოდის.

5მუშაობის დრო თითქმის უცვლელი დარჩა

ავტონომიური მუშაობის შესახებ პრეზენტაციაზე ორიოდე სიტყვა ითქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება ამ მიმართულებით არ არის მოსალოდნელი და არც სწრაფი დამუხტვის ფუნქცია გამოჩენილა. ნამდვილად საწყენია რომ iPhone-ის დამუხტვას 3 საათი ჭირდება, როცა Android-ის მომხმარებლები ამაზე 3-ჯერ ნაკლებ დროში ახერხებენ, თუმცა აკუმლატორის აფეთქებისგან ნამდვილად დაცული ვიქნებით.

ეკრანების დიაგონალები და გარჩევადობაც კი უცვლელი დარჩა, მაგრამ მატრიცის ხარისხი და ფერთა გადაცემა მაინც გაუმჯობესდა. ტექნოლოგია უცვლელი დარჩა და AMOLED-ზე გადასვლის შესახებ ჭორები არ დადასტუდა. Apple ტრადიციულ IPS მატრიცებს არ ღალატობს, რომლებიც უკვე კარგად გამოცდილი და დახვეწილია.

6120-ჯერ მძლავრი პირველ iPhone-ზე

წარმადობის მხრივ ყველაფერმა მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ორივე მოდელს ერთნაირი A10 Fusion ჩიპი აქვს. მასში ოთხი ბირთვია, რომელთაგან ორი მაღალი და ორი დაბალი წარმადობის აპლიკაციებზე არის გათვლილი. რა თქმა უნდა ოპერატიული მეხსიერების შესახებ მონაცემებს მხოლოდ მას შემდეგ შევიტყობთ, როცა ტექნიკოსების პირველივე გაყიდულ ეგზემპლარებს დაშლიან და სმარტფონის კომპონენტებს დეტალურად შეისწავლიან.

64 გიგაბაიტიანი ვარიანტი მართლაც არ იქნება. ორივე ახალი iPhone ხელმისაწვდომი იქნება 32, 128 და 256 გიგაბაიტიან ვარიანტებში.

7საქართველოში გაყიდვები

რა თქმა უნდა საქართველოში ახალი iPhone 7 და iPhone 7 Plus საკმაოდ გვიან შემოვა ოფიციალურ გადამყიდველებთან და მობილური ოპერატორის სალონებში. მაგრამ ე. წ. ნაცრისფერი მომწოდებლები რა თქმა უნდა სამმაგ და ათმაგ ფასად შემოგვთავაზებენ სიახლეს გაყიდვაში გამოსვლიდან უკვე რამდენიმე დღეში.

პრეზენტაციაზე iPhone 7-ის მინიმალური მოდელის ფასი 640 დოლარი დასახელდა, ხოლო iPhone 7 Plus 769 დოლარი ეღირება კონტრაქტის გარეშე.

8ახალი Apple WATCH

https://www.youtube.com/watch?v=p2_O6M1m6xg

iPhone 7/iPhone 7 Plus-ის გარდა რა თქმა უნდა წარმოადგინეს ჭკვიანი საათების მეორე თაობა Apple WATCH Series 2. ახალი საათები უფრო ნათელი ეკრანით და წყლისგან სერიოზული დაცვით გამოირჩევა – შესაძლებელი იქნება 50 მეტრამდე წყალში ჩაყვინთვა. მოწყობილობას სპეციალური რეჟიმი აქვს, რომელიც ცურვის მოყვარულებზე ა გათვლილი და მორგებულია ამ ტიპის აქტივობის უფრო მეტი სიზუსტით მონიტორინგისთვის. ასევე არის სპეციალური Nike რედაქცია, როემლიც ოქტომბერში შემოვა გაყიდვაში. აქსეუარს აქვს ახალი პროცესორი და ჩაშენებული GPS-მოდული. ახალი საათის ყველა მოდელი ერთი და იგივე ფასად 369 დოლარად გაიყიდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ განახლდა ორიგინალური Apple WATCH,  მას გაყიდვაში ახალი სახელით WATCH Series 1 ვიხილავთ და განახლების სახით მიიღებს იგივე პროცესორს რაც ახალ მოდელშია გამოყენებული.

 

წინა სტატიაგანწირულია თუ არა Facebook-ის უფასო ინტერნეტის გეგმა?!
შემდეგი სტატიაSony PlayStation 4 Pro – განახლებული სათამაშო კონსოლი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი