AMD A12 – მე-7 თაობის ენერგოეფექტური პროცესორები

სანამ Intel დაკავებულია მისი მობილური პროცესორების განახლებით, AMD-ს ფოკუსი სამაგიდო მხარესაა, პერსონალური კომპიუტერებისაკენი. ჩიპების მწარმოებელმა დაიწყო მისი მე-7 თაობის სამაგიდო პროცესორების მიწოდება HP-სა და Lenovo-თვის. ეს პროცესორები Excavator სერიის ოთხ ბირთვზეა დაფიძნებული და საკმაოდ მაღალი წარმადობა აქვს მოხმარებული ენერგიის ყოველ ვატზე. თუ მწარმოებლეს დავუჯერებთ მისი 35 და 65 ვატიანი პროცესორი იგივე წარმადობას აღწევს რსასც წინა ვერსიები 90 ვარზე. ის ისეთივე ჩქარია როგორც Intel Core i5-6500 და თითქმის ორჯერ ჩქარია ინტეგრირებული გრაფიკის მაჩვენებლებით.

როგორც ტესტებმა აჩვენა, ვიზუალური წარმადობა ძალიან დიდ როლს თამაშობ. Direcx 12-ის მხარდაჭერასთან ერთად პროცესორებს შეუძლიათ 4K ვიდეოს H.264 და H.265 ფორმატებში აპარატულად გაშვება, რაც სისტემას ძალიან დიდი დატვირთვისგან ათავისუფლებს განსაკუთრებით Ultra HD ფილმების ცქერისას.

ეფექტურობა AMD-ს ძლიერი მხარე იყო ყოველთვის და გასაკვირიც კი არ არის მისი ახალი პროცესორების შესანიშნავი მაჩვენებლები. თქვენ ჯერ კიდევ ეძებთ მაღალი დონის Intel Core i5 და I7 ჩიპებს მაღალი წარმადობის სამაგიდო კომპიუტერისათვის, ურიგო არ იქნებოდა გადახედოთ მე-7 თაობის AMD-ს პროცესორებს, რომელიც AM4 პლატფორმისთვისაა და აქვს USB 3.1 და NVMe SSD-ს მხარდაჭერა.

  • ტეგები
  • CPU
წინა სტატიაAirPod-ები სხვა მწარმოებლების ტექნიკასთანაც თავსებადია
შემდეგი სტატიაSamsung Galaxy Folder 2 – ახალი გასაშლელი სმარტფონი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი