Chrome-ის უსაფრთხოების გუნდმა მათი ბრაუზერის განვითარების გეგმა გააზიარეს, სადაც საუბარია ვებ-საიტებზე, რომელიც დაუცველი HTTP შეერთებით სარგებლობენ პაროლებისა და საკრედიტო ბარათების ინფორმაციის დამუშავებისას. 2017 წლის იანვრიდან ბრაუზერში გამოჩნდება შეტყობინება, რომელიც მომხმარებლის ყურადღებას გადაიტან იმ ფაქტზე რომ კონკრეტულ საიტზე, რომელიც გახსნილია პირადი ინფორმაციის გაჟნვის სერიოზული საფრთხეა.

დამატებით Chrome დაამატებს უსაფრთხოების გაფრთხილებას “Incognito” რეჟიმში HTTP გვერდის გახსნისას, ხოლო მოგვიანებით ეს გაფრთხილება ჩვეულებრივ რეჟიმშიც გააქტიურდება.

დაგეგმილი სიახლეები საიტების მფლობებლებს აიძულებს უფრო დაცული HTTPS პროტოკოლის გამოყენებისკენ, რომელიც მონაცემებს დაშიფრავს და ისე გადასცემს სერვერსა და მომხმარებელს შორის. მართლაც HTTPS-ზე გადასვლა უკვე გაცილებით მარტივი და იაფი გახდა და მომხამრებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა ნამდვილად ყველა ნორმალური ვებ სერვისისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს.

წინა სტატიაროგორ დავმუხტოთ და ამავდორულად ვუსმინოთ მუსიკას iPhone 7-ზე
შემდეგი სტატიადიდი მითი ბოტების შესახებ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი