Apple-ის უახლეს სმარტფონებზე 3.5 მმ. აუდიო გასართის ამოღებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მუსიკის მოსმენისა და ამავდროულად დამუხტვის მოყვარულებას შორის. რეალურად შეიცვალა სიტუაცია მათთვის ვისაც მართლა ჭირდება მსგავსი ფუნქციონალი და დაიწყო პრობლემის მოგვარების სხვა და სხვა მეთოდების შემოთავაზება.
რა თქმა უნდა Bluetooth ყურსასმენები საუკეთესო ვარიანტია ამ შემთხვევაში, მაგრამ თუ თქვენ მავთულიან ჰურსასმენებს ხმარობთ ადაპტერით ამავდროულად დამუხტვას ვერ მოახერხებთ. Apple-მა არ გამოუშვა დამატებითი ადაპტერი და ერთადერთი ოფიციალური ვარიანტია 49 დოლარიანი კაითნინგ დოკი. თუ თქვენ გადაწყვიტეთ გამოიყენოთ ახალი ლაითნინგ ყურსასმენები დოკთან ერთად მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება, იმიტომ რომ დოკზე დამატებითი ლაითნინგ პორტი არ არის ამ ტიპის ყურსასემენებისთვის.
კიდევ ერთი გამოსავალია Belkin-ის Lightning Audio + Charge RockStar™, რომელიც ძალიან უშნოდ გამოიყურება, მაგრამ პრობლემის მოგვარების ყველაზე მარტივი გზაა.
Apple-ის დოკი არ არის იდეალური გამოსავალი, მაშინ როდესაც ტექნიკის ბოლოს სიტყვის შესაბამისად აღჭურვილი ტელეფონისგან მაქსიმალურ კომფორტს მოელი, თუმც Apple-ს თუ დავუჯერებთ უკაბელო მომავლისკენ მივდივართ და ამას ამბობს კომპანია, რომლის სმარტფონი დღემდე უმავთულოდ არ იმუხტება და სწარფი დამუხტვის შესაძლებლობაც კი არა აქვს, როდესაც კონკურენტებმა ეს ტექნოლოგიები ძალიან მაღალ დონეზე განავითარეს.