]კომპანია Samsung იძულებული გახდა შეეჩერებინა წარმოება ერთ-ერთ ქარხანაში სამხრეთ კორეაში. მიზეზი მიწისძვრაა, რომლის მაგნიტუდა 5.8 ბალი შეადგინა რიხტერის შკალაზე. ასეთი სიმძლავრის მიწისძვრა ამ ქვეყანაში 1978 წლის მერე არ დაფიქსირებულა.
მძლავრი მიწისძვრები ამ ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში ორი იყო. 12 სექტემბერს სეისმოლოგებმა 4.9 ბალის სიმძლავრის ბიძგები დააფიქსირეს, 13 სექტემბერს – 5.8 ბალი და ბიძგების რაოდენობა 20-ზე მეტი იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი პროვინცია კენსანშია 10 კილომეტრის სიღრმეზე.
ინსაიდერების ცნობით Samsung იძულებული გახდა შეეჩერერბინა წარმოება შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით. როგორც ვხედავთ კომპანიას ნამდვილად არ უმართლებს წელს, მას შემდეგ რაც უკან გამოიწვიეს უკვე გაყიდული Galaxy Note 7-ები, რომლებიც დამუხტვის პროცესში ფეთქდებოდა და რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულება 10 მილიარდით დაეცა. სამხრეთ კორეა არ ითვლებოდა სეისმურად საშის ზონად, მაგრამ შესაძლოა სეისმოლოგებმა ამ შეფასებას გადახედონ.